ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს შუალედურ დასკვნას  აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება სკეპტიკურად უყურებს !


24 იანვარს დაგეგმილ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ქართულ-აფხაზურ საკითხს განიხილავენ. ამ დღეებში გაერომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით შუალედური დასკვნა გამოაქვეყნა.

ექსპერტთა თქმით, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ახალი გენერალური მდივანი კონფლიქტთან დაკავშირებით თავის პოზიციას აფიქსირებს. გაეროში საქართველოს ელჩის, ირაკლი ალასანიას განცხადებით გაეროს ახალი გენერალური მდივნის დასკვნა საქართველოს საკითხის განხილვის წინ ოცდაოთხი იანვრის უშიშროების საბჭოს სხდომაზე, სერიოზული მხარდაჭერაა.

აღნიშნულ საკითხზე დღეს ჩვენს გადაცემაში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს, ფრაქცია „ დემოკრატიული რეფორმებისათვის „ თავმჯდომარე, თამაზ ხუბუა გვესაუბრება :

- საკმაოდ სკეპტიკური დამოკიდებულება მაქვს ნებისმიერი ნორმატიული აქტისადმი და ამ შუალედური დოკუმენტისადმი, სანამ მის შინაარსს შევეხებოდე. ჯერ ერთი, რუსეთს უწევს 1 თვის განმავლობაში გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა და მეორე : თვიოთონ გაეროს , გაეროს უშიშროების საბჭოსა და სხვა, მისი ქვემდებარე უწყებების მიერ გატარებული მუშაობა აფხაზეთის მიმართ მაძლევს უფლებას ვთქვა, რომ ეს შუალედური დოკუმენტი არის უბრალოდ დეკლარაციული ხასიათის მატარებელი და მასში შეიძლება ასახული არ არის, მაგრამ მუნმა, როცა აფხაზეთს შეეხო, თქვა, რომ ქართული და აფხაზური მხარეები ნაკლებად ორიენტირებულნი უნდა იყვნენ გარეშე დამხმარე ძალებზე და უნდა გამონახონ საშუალება, რომ ურთიერთმისაღები კომპრომისი ერთობლივად შეიმუშაონ.

XS
SM
MD
LG