ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თანამდებობიდან გადადგა ისრაელის სამხედრო ძალების მხედართმთავარი


გამოძიების მიმდინარეობისას, რომელიც გასულ წელს ლიბანში ჰეზბოლას ძალებთან დაპირისპირებას მოჰყვა, თანამდებობიდან გადადგა ისრაელის სამხედრო ძალების მხედართმთავარი გენერალ ლეიტენანტი დან ლაჰუცი.

განცხადება გადადგომის შესახებ ჰალუცმა უკვე წარუდგინა ისრეალის პრემიერ მინისტრს ეჰუდ ოლმერტს და ქვეყნის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს ამირ პერეცს.

ჰალუცი ლიბანის ომის შემდეგ ისრაელის შეიარაღებული ძალების მიერ მიმდინარე გამოძიებას ედგა სათავეში. ახლა კი მან განაცხადა, რომ დადგა დრო - იკისროს პასუხისმგებლობა და დატოვოს თანამდებობა.

XS
SM
MD
LG