ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქალაქ კურკუკში მანქანის აფეთქების შედეგად დაახლოებით 15 ადამიანი დაიღუპა


ერაყის პოლიციის ინფორმაციით ქალაქ კურკუკში კამიკაძის მიერ მანქანის აფეთქების შედეგად დაახლოებით 15 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაიჭრა.

ხელისუფლების განცხადებით, დაღუპულთა შორის არის სულ მცირე ოთხი პოლიციელი.

ქვეყნის სამხრეთში კი ქალაქ ისკანდერიაში დაახლოებით სამი ჭურვი აფეთქდა საცხოვრებელ რაიონში. დაიღუპა ერთი ქალი. ასევე ისკანდერიაში, ხელისუფლების განცხადებით აღმოჩენილია ჩამოხრჩობილი პოლიციელის გვამი.

გუშინ დაახლოებით 100-მდე ადამიანი დაიღუპა ბაღდადში მომხდარ რამდენიმე ინციდენტში. აქედან ყველაზე სისხლიანი აღმოჩნდა ბაღდადის უნივერსიტეტში მომხდარი ორი აფეთქება, სადაც 70 ადამიანი დაიღუპა. დაშავდა 100-ზე მეტი.

ერაყის პრემიერ მინისტრმა ნური ალ მალიკიმ აფეთქებებისთვის ტერორისტებსა და სადამის მომხრეებს დასდო ბრალი.

ამერიკელი სამხედროების განცხადებით, ერაყის მასშტაბით განხორციელებულ რეიდებში კოალიციის ძალებმა 28 ეჭვმიტანილი ტერორისტი დააკავეს.

XS
SM
MD
LG