ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადში რამდენიმე ბომბის აფეთქების შედეგად სულ ცოტა 29 ადამიანი დაიღუპა


ერაყის ხელისუფლების განცხადებით ყველაზე დიდი მსხვერპლი სუნიტურ მეჩეთთან მომხდარ აფეთქებებს მოჰყვა რომლებმაც 15 ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს. 70 დაიჭრა.

გარდა ამისა ბაღდადის კარადას რაიონში პოლიციის პატრული გზისპირას ჩადებულ ნაღმზე აფეთქდა. ამ ტერაქტის შედეგად 4 პოლიციელი დაიღუპა და 10 დაიჭრა.

კიდევ ერთი აფეთქება მოხდა ბაღდადის უნივერსიტეტის მახლობლად, რომელმაც 10 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და 25 დაიჭრა.

გაეროს მონაცემებით გასულ წელს ერაყში მიმდინარე ძალადობამ 34 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. როგორც ბაღდადში გაეროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯანი მაგაზენიმ განაცხადა იმავე პერიოდში ერაყში 36 ათასი ადამინი დაიჭრა. განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია შეიქმნა ბაღდადში, სადაც ყველაზე დიდი მსხვერპლია და ყოველდღიურად უამრავი ადამიანის ამოუცნობ გვამებს პოულობენ. გაეროს მონაცემებით დაღუპულთა რიცხვი ერაყის ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ ოფიციალურ მონაცემებზე გაცილებით მეტია.

XS
SM
MD
LG