ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საუდის არაბეთი მხარს უჭერს აშშ-ის გეგმას ერაყის მოწესრიგების შესახებ


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონოდლიზა რაისი დღეს რიადში შეხვდა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საუდ ალ ფაიზალს. შეხვედრისას ალ-ფაიზალმა განაცხადა რომ საუდის არაბეთი მთლიანობაში ეთანხმება იმ მიზნებს რომლებიც ამ გეგმაშია დასახული, თუმც მისივე თქმით ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი თუ რა სახით მიიღებს ამ გეგმაში მონაწილეობას ოფიციალური რიადი.

შეხვედრის შემდგე ქალბატონმა რაისმა შემდეგი განცხადება გააკეთა:

“მე მჯერა რომ ერაყის ხელმძღვანელობას სურს მიაღწიოს ერაყის ერთობას მაგრამ ამ მიზნის მიღწევისათვის განსაზღვრული ძალისხმევაა გასაწევი. საჭიროა ცხოვრებაში გატარდეს ეროვნული შერიგების გეგმა და მოწესრიგდეს მდგომარეობა მთელს ერაყში და კერძოდ ბაღდადში.”

მოლაპარაკების შემდეგ ქალბატონი რაისი კუვეიტს გაფრინდა სადაც იგი იორდანიისა და ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრებსა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ურთიერთთანამშრომლობის საბჭოს წევრებს ხვდება.

ქალბატონი რაისის მიზანია მიაღწიოს მხარადაჭერას პრეზიდენდ ბუშის გეგმისადმი რომელიც ერაყში დამატებითი სამხედრო ძალების გადასროლას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG