ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ომის ვეტერანებს და პენსიონერებს შეღავათები გაუუქმეს !


თხუთმეტი იანვრიდან ომის ვეტერანები და პენსიონერები შეღავათებით ვეღარ ისარგებლებენ, ვინაიდან ეს შეღავათები გაუქმდა. გარდა ამისა, გაუქმდა მეტროპოლიტენის სამგზავრო ტალონები სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისტვის, ტალონების ნაცვლად თბილისის მერიამ 60 ათას ადამიანს დაურიგა პლასტიკური ბარათები, რომელთა წარდგენის შემდეგ მეტროპოლიტენის სალაროებში მოქალაქეები ჟეტონს 20 თეთრის ნაცვლად 10 თეთრად შეიძენენ. ახალ პლასტიკურ ბარათებზე ამოტვიფრულია მფლობელთა ვინაობა. ანუ , მფლობელის გარდა სხვა ადამიანი შეღავათიანი პლასტიკური ბარათით ვერ ისარგებლებს.

სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით თბილისში წინა პერიოდთან შედარებით ფასები 0, 3 %-ით გაიზარდა.კვების პროდუქტები, 5-11 იანვრის მონაცემებით - 0, 58 % - ით გაძვირდა, ხოლო არასასურსათო საქონლის ფასები - 0, 02 % -ით.

შეღავათების გაუქმებასთან დაკავშირებით ვეტერანთა უფლებების დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, ნიკა მახარაშვილი გვესაუბრება :

- პირადად ჩვენთვის ეს სიურპრიზი არ იყო, იმიტომ რომ რამდენიმე თვის წინ საქართველოს კანონში ვეტერანთა შესახებ ხელისუფლებამ შეიტანა ცვლილებები, ამოიღო პუნქტი, რომელიც უზრუნველყოფდა ვეტერანების სოციალური მდგომარეობის გაუარესების აკრძალვას. ანუ, ხელისუფლებას არ ჰქონდა საშუალება ჩვენი უფლებები დაერღვია კანონმდებლობით! მან აირჩია ასეთი გზა ! კანონი შეცვალა მთლიანად და ეს დამცავი პუნქტი ამოიღო.

XS
SM
MD
LG