ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს ჯანდაცვაში რეფორმები დაიწყო


საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში საშტატო რეორგანიზაციის შედეგად სამინისტროს 120 თანამშრომელი დღეიდან სამსახურის გარეშე დარჩა. თანამშრომელთა შემცირებასთან ერთად ერთ უწყებად გაერთიანდა სამი დეპარტამენტი. საქართველოს პრემიერმა დრევანდელ მთავრობის სხდომაზე ჯანდაცვის სისტემის რეფორმის გეგმებზე, ჯანდაცვის სფეროში ნაკლოვანებებზე და მათ გამოსწორებაზე ისაუბრა : არაადეკვატურ სამედიცინო მომსახურებაზე, უვარგის სამედიცინო ინფრასტრუქტურაზე და ა.შ.

ჯანდაცვაში დაწყებულმა რეფორმამ საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია.

აღნიშნულ საკითხზე ჩვენს გადაცემაში საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გიგი წერეთელი გვესაუბრება :

- მე მგონი, საზოგადოების ინტერესიც ის არის, რომ ჰყავდეს იმდენი ექიმი, რამდენიც მის ჯანმრთელობას სჭირდება , ამავე დროს ამ ექიმს შეეძლოს მათი მკურნალობა, და არა პირიქით...

- ყველა ექიმი აბარებს გამოცდას .. პრაქტიკულად 99% - ი და მეტი აბარებდა გამოცდებს და იღებდა ლიცენზიას ემუშავა ექიმად ამა თუ იმ კლინიკაში. მსოფლიოში არცერთ ქვეყანაში ეს არ ხდება.

- დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პროფესიონალი, ყველა ექიმი, რომელსაც შეუძლია უმკურნალოს ავადმყოფს და აქვს შესაბამისი ცოდნა, არცერთს საფრთხე არ ემუქრება!

XS
SM
MD
LG