ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი ქლინტონი ბაღდადიდან ქაბულში ჩადის


სენატორი ჰილარი ქლინტონი ავღანეთში იმყოფება, სადაც იგი ქვეყნის პრეზიდენტს ჰამიდ კარზაისა და ამერიკელ სამხედრო მეთაურებს ხვდება. განსახილველ საკითხებს შორისაა სხვადასხვა ორმხრივი დაინტერესების პრობლემები, მათ შორის ჯარების გაზრდა ავღანეთში.

ჰილარი ქლინტონი ავღანეთში კიდევ ერთ დემოკრატ სენატორთან ევან ბაისთან და რესპუბლიკელ კონგრესმენ ჯონ მაქჰიუსთან ერთად მოგზაურობს. დელეგაცია ავღანეთში ბაღდადიდან ჩავიდა.

ერაყში გაიმართა შეხვედრები ამერიკელ სამხედრო მეთაურებთან და ერაყის პრემიერ მინისტრ ნური ალ მალიკისთან. განხილული იყო რელიგიურ ნიადაგზე მიმდინარე დაპირისპირება და არსებული სიტუაცია. ერაყის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს ამერიკის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის გადაწყვეტილებას გაზარდოს ამერიკელი სამხედროების რიცხვი ბაღდადში. დემოკრატები, როგორც ცნობილია, ეწინააღმდეგებიან ამ ინიციატივას.

ბაღდადში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ჰილარი ქლინტონმა განაცხადა, რომ ამერიკელი ხალხი და ამერიკის კონგრესი ეჭვობს, რომ ერაყში მიმდინარე კამპანიამ შეიძლება გაამართლოს. ცოტა უფრო ადრე მან ეი ბი სის ტელევიზიას უთხრა, რომ დარწმუნებული არ იყო რომ ერაყის მთავრობა საკუთარი დაპირებების აღსრულებას შესძლებდა ბაღდადში უსაფრთხოების სიტუაციის გასაუმჯობესებლად.

XS
SM
MD
LG