ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წელს, საქართველოში საახალწლო გასართობი სეზონის შეფასება


დღეს 13 დეკემბერია და შეგვიძლია თამამად ჩავთვალოთ, რომ საქართველოში, საკმაოდ ხანგრძლივი და ორმაგი საახალწლო განწყობა პრაქტიკულად მიიწურა. დღეს უკვე თამამად შეგვიძლია შევაჯამოთ და შევაფასოთ ის საახალმწლო მოვლენები, რომელიც უკანასკნელი ხნის მანძილზე ქართულ ტელევიზიებსა და თბილისის ქუჩებში იმართებოდა.

აქვე უნდა აღვნიშნოდ, რომ, ის რაც ქუჩაში ხდებოდა, ეს ყველაფერი ტელევიზიითაც შუქდებოდა. იყო ბევრი კმაყოფილი, ბევრი უკმაყოფილო და ბევრიც უბრალოდ აღშფოთებული მაყურებელი, რომელიც კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდა საახალწლოდ დამზადებულ სატელევიზიო გადაცემებს. საინტერესოა რით გამოირჩეოდა წლევანდელი წელი გასული წლებისგან და რით იყო საინტერესო. ამ კითხვებს ხელოვნებადმცოდნე თეო ხატიაშვილი პასუხობს.

თეო ხატიაშვილი – ფაქტიურად არავითარი სიახლე არ შემინიშნავს. საერთოდ ეს პოსტსაბჭოური ტენდენცია ყოველ წელს იგრძნობა, რაც როგორც ჩანს ერთგვარი ნოსტალგიაც არის. თითქოს რაღაც ცვლილების შეტანის სურვილი ჩანს ხოლმე, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი სრულდება დიდ გაჩახჩახებულ, აბრჭყვიალებულ სატელევიზიო სტუდიაში, სადაც ბევრი ხალხი ზის მაგიდის ირგვლის და სადღეგრძელოებს სვამენ. ძალიან კარგია, როდესაც ხელისუფლება ასე გიწყობს ხელს ეს დრესასწაული კარგად მოაწყო, მაგრამ შესაძლებელია შინაგანად ხალხი ამ ზეიმისთვის არ არის განწყობილი და სწორედ ამიტომ ინერციით იმეორებს იმას, რაც ოდესღაც უნახავს.

- მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი საახალწლო ტელეგადაცემები შარშანდელს და შარშანწინდელს ძალიან გავდა, და ამ სადღესასწაულო აქციების ფორმა ბევრისთვის მიუღებელი რჩება, იყო კიდევ ერთი, ამ შემთხვევაში ნამდვილად ახალი წამოწყება, რომელიც არა რომელიმე ტელევიზიის სტუდიაში, არამედ რიყეზე, ხელისუფლების ორგანიზებით გაიმართა. გრანდიოზული ხაჭაპური, გოზინაყი და საცივი. ტელემაყურებელს საცივის რიგში მდგომი მოსახლეობის დანახვა არ ესიამოვნა, მაგრამ ფაქტია, რომ რიგი იყო და ადამიანები ამ საცივს ელოდნენ.

თეო ხატიაშვილი – ვიცი, რომ ხალხი რიგში იდგა ზოგი ქვაბით და ზოგი ქილით, მაგრამ ისედაც ეს სოციალური გაჭირვება აქვს და ასეთ ღირსება დაკარგულ მდგომარეობაში არის ჩაყენებული, ამ შემთხვევაში ვფიქრობ რომ ცუდი ფორმაა მოძებნილი. მათ ამ თანხებით შეეძლოთ, სწორედ ამ სოციალურად დაუცველი ფენის წარმომადგენლებისთვის სახლში დაერიგებინათ პატარა ნობათი, საჩუქრები. ეს მათთვის არანაკლებ სასიამოვნო და სასიხარულო იქნებოდა. ეს ფორმა კი ძალიან დამამცირებელია.

- ასეთია, საახალწლო ღონისძიებების, ხელოვნებადმცოდნე თეო ხატიაშვილის შეფასება.

XS
SM
MD
LG