ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქრისტოფერ ჰილი მომავალ კვირას რეგიონში ჩავა ფხენიანის ბირთვული პროგრამის განსახილველად


შეერთებული შტატების წარმომადგენელი ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პრობლემასთან დაკავშირებით ქრისტოფერ ჰილი მომავალ კვირას აზიაში გაემგზავრება რომლის დროსაც სამხრეთ კორეას, იაპონიას და ჩინეთს ეწვევა ოფიციალური ვიზიტით.

ამ შეხვედრების მთავარი მიზანია საერთო პოზიციის შემუშავება ფხენიანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ როდის გაიმართება ექვსმხრივი მოლაპარაკებები აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. შეერთებული შტატები ამ მოლაპარაკების დაწყების მომხრეა, თუ რა თქმა უნდა მასზე პროგრესის მიღწევა იქნება შეასძლებელი.

XS
SM
MD
LG