ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რაისი ახლო აღმოსავლურ ტურნეს იწყებს


აშშ სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ახლო აღმოსავლეთში იწყებს მოგზაურობას. იგი უკვე ჩავიდა ისრაელში. სახელმწიფო მდივნის მოგზაურობის მიზანია პრეზიდენტ ბუშის მიერ ერაყის საკითხზე გამოცხადებული ახალი სტრატეგია განავრცოს. დღეს ქალბატონი რაისი თელ ავივში ისრაელის ოფიცილურ პირებს შეხვდება. ხვალ კი, პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს ეწვევა.

მოგზაურობისას რაისი ჩავა იორდანიაში, ეგვიპტეში, საუდის არაბეთსა და კუვეიტში. ისრეალში გამგზავრებამდე კონდოლიზა რაისი ჟურნალისტებს შეხვდა. მან გააკეთა გაფრთხილება, რომ იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტის ახალი სტრატეგია ვერ გატარდება, ამან შესაძლოა რეგიონში ზომიერი პოლიტიკის მქონე არაბულ სახელმწიფოებს საფრთხე შეუქმნას.

XS
SM
MD
LG