ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთში 37 წლის გლეხი H5N1 ტიპის ვირუსით იყო დაავადებული


ჩინეთის ჯანდაცვის სამსახურმა თვეების განმავლობაში, ფრინველის გრიპით გამოწვეული ადამიანის პირველი დაავადების შესახებ განაცხადა. დადგინდა, რომ 37 წლის გლეხი H5N1 ტიპის ვირუსით იყო დაავადებული.

ამ ინფორმაციის თანახმად, მამაკაცმა თავი შეუძლოდ 10 დეკემბერს იგრძნო, მაგრამ მას დიაგნოზი მხოლოდ გასულ ორშაბათს დაუსვეს.

ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ავადმყოფი ახლა სრულიად გამოჯანმრთელდა და სავადმყოფოდანაც გაეწერა.

XS
SM
MD
LG