ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბების წინააღმდეგ მოქმედება უნდა გააქტიურდეს


ავღანეთში გაეროს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ქრის ალექსანდერი აცხადებს, რომ პაკისტანმა უფრო მეტი უნდა გააკეთოს რათა ავღანეთის საზღვრის გასწვრივ თალიბი მოთარეშეების თავდასხმები აღკვეთოს. იგი ასევე ამბობს, რომ თალიბების საკითხზე გაეროს რეზოლუცია ნომერი 1267 ჯერაც არ სრულდება. რეზოლუციის თანახმად, სხვადასხვა ქვეყნებს ეკრძალებთ მათ ტერიტორიაზე ტერორისტების შესვლა ან ტრანზიტული მოძრაობა. მათ ასევე მოეთხოვებათ ტერორისტების ქონების გაყინვა და მათდამი იარაღის მიწოდების ხელის შეშლა. ბატონი ალექსანდერის განცხადებით, ძებნილი ტერორისტების სიაში შეყვანილი 140-ი ტერორისტიდან დღემდე მხოლოდ რამდენიმეა დაკავებული და შემორიგებული, ზოგიერთის ადგილმდებარეობა კი დადგენილი. ბატონმა ალექსანდერმა პაკისტანსა და ავღანეთს მოუწოდა ურთიერთ მტრობა შესწყვიტონ და დაიწყონ თანამშრომლობა. “ერთმანეთის მხილება არაფერს მოგვცემს. ავღანეთს პირველ რიგში პაკისტანთან კონსტრუქციული პარტნიორობა და უშიშროების პრობლემასთან გამკლავება ესაჭიროება. “ საქმე იმაშია, რომ თალიბი მოთარეშეები ორივე ქვეყანაში მოქმედებენ, მათი ლიდერები როგორც ავღანეთში, ისე პაკისტანში იმყოფებიან, ასე რომ პოლიციური და სამხედრო მოქმედება ნებისმიერ ადგილასაა საჭირო, იქ სადაც ისინი იმყოფებიან.”-განაცხადა ბატონმა ალექსანდერმა. 2006 წლის განმავლობაში ავღანეთში მოთარეშეთა ხელით ასობით ავღანელი იქნა მოკლული. ბევრი დაიჭრა ამ ბრძოლებში. აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი შონ მაკორმაკი ამბობს, რომ ორი ქვეყნის სასაზღვრო რაიონში თალიბთა თავდასხმები სერიოზული პრობლემაა: აქტ: “ ამერიკა თანამშრომლობს პაკისტანის პრეზიდენტ პერვეზ მუშარაფთან, ისევე როგორც ავღანეთის ლიდერთან კარზაისთან, რათა მოხდეს ამ პრობლემის დაძლევა და რათა მივაღწიოთ იმას, რომ სასაზღვრო რაიონში ტერორისტებმა ვერ მოახერხონ თავის შეფარება. ეს სერიოზული პრობლემაა. ბევრი ამ რაიონში უკვე კარგა ხანია არც კი ემორჩილება პაკისტანის ხელისუფლებას.” ციტატის დასასრული. თალიბები სწორედ ამ რაიონებს იყენებნ თავშესაფრად, შეიარაღებისა თუ გადაჯგუფებისთვის. აცხადებს აშშ სახელმწიფო მდივნის თანაშემწე სამხრეთი და ცენტრალური აზიის ქვეყნების საკითხებში რიჩარდ ბაუჩერი. იგი ასევე ამბობს, რომ საზღვის ორივე მხარეზე პარტნირებმა მთავრობის კონტროლი უნდა გააძლიერონ.
XS
SM
MD
LG