ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადის აეროპორტში მიმავალ ავტობუსზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა


ერაყიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, დღეს ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში მიმავალ ავტობუსზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა. 10 კი დაიჭრა. ავტობუს საეროპორტის მუშაკები გადაჰყავდა.

ამ ინფორმაციის თანახმად, მგზავრთა უმეტესობას შიიტები წარმოადგენდნენ. თავდასხმა მაშინ განხორციელდა, როდესაც ავტობუსი სუნიტებით დასახლებულ უბანს გადიოდა. პარალელურად ცნობილი გახდა, რომ ერაყის უშიშროების ძალებმა ბაღდადში განხორციელებული რამდენიმე ოპერაციის შედეგად, მოკლეს 23 შეიარაღებული პირი. ამერიკელი სამხედროები კი აცხადებენ, რომ დღეს სხვადასხვა შეიარაღებული შეტაკებებისას 2 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.

ელიან, რომ მიმდინარე კვირას პრეზიდენტი ბუში, საჯაროს გახდის ერაყთან მიდგომის მისეულ ახალ პოლიტიკას. ფიქრობენ, რომ ეს გეგმა ერაყში დისლოცირებული ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაზრდას ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ქვეყნის მთავარსარდალია, ბიუჯეტის დამტკიცება კონგრესის პრეროგატივას წარმოადგენს. შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ახალმა სპიკერმა დემოკრატმა ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ თეთრი სახლის მიერ ერაყისათვის მეტი თანხების მოთხოვნას კონგრესი მთელი სერიოზულობით განიხილავს.

მიუხედავად იმისა, რომ სატელევიზიო გამოსვლისას, ქალბატონ პელოსის არ უსაუბრია იმის შესახებ, რომ დემოკრატთა ხელში გადასული კონგრესი ეცდება თეთრი სახლის წინადადების ჩაგდებას, მან განაცხადა, რომ ახლა პრეზიდენტი ისე ადვილად ვეღარ მიიღებს იმას, რასაც რესპუბლიკელთა ბატონობის დროს ახერხებდა: “თუ პრეზიდენტს ამ მისიის გაფართოება სურს, მან ამის აუცილებლობა უნდა დაგვიმტკიცოს. ასეთი ქმედება კი მისთვის უცხოა” თქვა სპიკერმა.

XS
SM
MD
LG