ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოალიციის ძალებმა ერაყში ოთხი ტერორისტი მოჰკლეს


ერაყში დისლოცირებული ამერიკელი სამხედროები აცხადებენ, რომ დღეს დილით ბაღდადში განხორციელებული რეიდისას კოალიციის ძალებმა ოთხი ტერორისტი მოჰკლეს და მეხუთე შეიარაღებული პირი დააკავეს. ეს ჯგუფი ბაღდადში განლაგებულ მნიშვნელოვან ობიექტებს უმიზნებდა, და ძირითადად ბომბების შექმნით იყო დაკავებული. კოალიციის ჯარისკაცებმა შეიარაღებულ პირებზე ეჭვი მაშინ აიღეს, როცა მათ რეიდის ტერიტორიიდან გაქცევა სცადეს, შემდეგ კი არ ჩაბარდნენ მათ. ამ ფონზე, ერაყის ხელისუფლების ინფორმაციით, ბაღდადის პოლიციის უფროსი სამანქანო აფეთქებას ცოცხლად გადაურჩა. ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 6 დაიჭრა, მათ სორის იყო სამი პოლიციელი. ერაყის სამხრეთში, კი ნაპოვნია ორი თარჯიმნის გვამი. ისინი პარასკევს, ამერიკელ თანამშრომელთან ერთად გაიტაცეს. ამერიკელი ჯერჯერობით კვლავ უგზო უკვლოდ არის დაკარგული.
XS
SM
MD
LG