ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკული კორპორაციის თავკაცი სამსახურიდან წასვლის სანაცვლოდ მილიონებს მიიღებს


რობერტ ნარდელი ამერიკული საშენ მასალათა და სახლის მოწყობილობის მაღაზიათა ქსელის მფლობელი კორპორაციის “ჰომ დიპოს” აღმასრულებელ დირექტორად 200-ს წელს დანიშნეს. ამ დროიდან მოყოლებული დღემდე, ნარდელიმ პირადი ქონებას 150-თ მილიონზე მეტი დოლარი შემატა. ახლა კი გადადგომის სანაცვლოდ ნარდელის 210-თ დოლარის ოდებნობის ფასიან ქაღალდებსა და ნაღდ ფულს ჩუქნიან. ეს თანხა მომავალ უმუშევარს ნამდვილად უსახავს უზრუნველი ცხოვრების პერსპექტივას.

გაზეთ ნიუ იორკ თაიმსის ბიზნეს-სექციის მიმომხილველი ჯო ნოსირა ამბობს, რომ ნარდელის კონტრაქტით, განთავისუფლების შემთხვევაში მისთვის ასეთი კომპენსაციის მიცემა გათვალისწინებული იყო: “მაშინ, ექვსი წლის წინ, კომპანია წარუმატებლობას განიცდიდა და მას განახლება ესაჭიროებოდა. ამისათვის კი ძლიერი ენერგიისა და ცნობილი სახელის მქონე ვარსკვლავის მოძებნა იყო აუცილებელი”. აღნიშნავს ჟურნალისტი.

ნარდელის ხელმძღვანელობის წყალობით, “ჰომ დიპოს” შემოსავალი გაორმაგდა. მაგრამ კომპანიის აქციების ფასმა შვიდი პროცენტით დაიკლო მაშინ, როდესაც კონკურენტი კომპანიის აქციებმა 185-თი პროცენტით მოიმატა. “მინდა გითხრათ, რომ ეს იმ შეხვედრათა შორის, რომლებსაც მე დავსწრებივარ, ყველაზე დიქტატორული სულით გაჟღენთილი დასკვნითი, წლიური შეხვედრა იყო. აქ წამმზომებს იყენებდნენ. არავის ჰქონდა ერთ წუთზე მეტი საუბრის უფლება. ნარდელი დასმულ კითხვებზე პასუხს არ სცემდა და შეხვედრას კომპანიის საბჭოს წევრებიც არ ესწრებოდნენ”. აგრძელებს “ნიუ იორკ თაიმსის” ჟურნალისტი ჯო ნოსირა.

სამსახურიდან წასვლის სანაცვლო, გადაჭარბებულად გულუხვი, “ოქროს პარაშუტის” სახელით ცნობილი კომპენსაციების გაცემა, ბიზნეს სამყაროში საკმაოდ გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენს. ასე მაგალითად, შარშან, მას სემდეგ რაც ფარმაცევტული კომპანიის “ფიცერის” აქციების ფასი 41-თი პროცენტით დაეცა, მის ხელმძღვანელს ჰენკ მაკკინელს, გადადგომის საფასურად 200-სი მილიონი დოლარი აჩუქეს. “მორგან სტენლის” საინვესტიციო ბანკის თანაპრეზიდენტმა სტივენ კროუფორდმა, რომელმაც ამ პოსტზე მხოლოდ 106-სი დღე დაჰყო 36-ტ მილიონიანი კომპენსაცია მიიღო. ნავთობ-კორპორაციის “ექსონ ოილის” თავმჯდომარეს ლი რეიმონდს კი, პენსიაში გასვლისას საერთო ჯამში დაახლოებით 400-ს მილიონად შეფასებული პაკეტი გადასცეს.

ვაშინგტონის ეკონომიკის პოლიტიკის ინსტიტუტის პრეზიდენტი ლოურენს მიშელი ამერიკული კორპორაციების ელიტას კლეპტო-ეკონომიკაში სდებს ბრალს: “ახლა დიდი კომპანიის ხელმძღვანელის ხელფასი, რიგითი თანამშრომლისას 260-ცჯერ აღემატება. ოცი წლის წინ თავკაცის ხელფასი რიგითი მუშაკისას მხოლოდ 35-თჯერ აღემატებოდა, ხოლო 40-ცი წლის წინ 25-თჯერ. არა მგონია, რომ ჩვენ ასეთი დიდი თანხა უნდა გადავუხადოთ ადამიანებს, რომ მათ დილით ლოგინიდან ადგომა და სამსახურში მისვლა არ დაეზაროთ”. ამბობს ბატონი მიშელი.

კომპენსაციების არსებობა, კომპანიების დირექტორთა საბჭოების მიერაა დაკანონებული. ხშირად კონკურენციის პირობებში, “ოქროს პარაშუტს” ნიჭიერი ხელმძღვანელების მიზიდვის აუცილებელ მექანიზმად რაცხავენ. მაგრამ, როგორც ლოურენს მიშელი ამბობს, საკომპენსაციო თანხები აქციების მფლობელთა, მუშახელთა და მომხმარებელთა ხარჯზე არსებობს.

XS
SM
MD
LG