ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უცხოელების გამტაცებლებმა ერაყში ვიდეო ფირი გაავრცელეს


ბოროტმოქმედებმა, რომლებმაც დაახლოებით 7 კვირის წინ ერაყში 5 უცხოელი თანამშრომელი გაიტაცეს, გუშინ ინტერნეტში ვიდეო ფირი გაავრცელეს. მასალა ასევე მიაწოდეს დასავლურ საინფორმაციო სააგენტოებს. ფირზე ცალცალკე ნაჩვენებია 5 გატაცებული პირი, მათ შორის 4 ამერიკელი და ერთი ავსტრალიელი.

ხუთივე აცხადებდა, რომ მათ კარგად ექცეოდნენ. ერთერთი გატაცებული ამბობდა, რომ იგი დაკავებული იქნებოდა მანამ სანამ ამერიკელებისა და ბრიტანელების მიერ დაპატიმრებული ყველა პატიმარი არ იქნებოდა გათავისუფლებული.

ვიდეო ფირზე არ იყვნენ აღბეჭდილი თავად გამტაცებლები. ინციდენტზე ჯერჯერობიტ არავის აუღია პასუხისმგებლობა.

XS
SM
MD
LG