ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ელენე თევდორაძე:"პენიტენციალური სისტემისთვის 2006 წელი მძიმე გამოდგა."


საქართველოს რესპუბლიკურ ციხის საავადმყოფოში გულის უკმარისობით 62 წლის პატიმარი გარდაიცვალა, რომელიც 14 წლიან სასჯელს ნარკოტიკების რეალიზაციისთვის იხდიდა. სტატისტიკა ასეთია : 2006 წელს საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 90-მდე პატიმარი გარდაიცვალა; 2001 წელს - 31 პატიმარი; 2002 წელს - 39; 2003 წელს - 52; 2004 წელს - 43; 2005-ში - 48 პატიმარი დაიღუპა სხვადასხვა მიზეზების გამო, მათ შორის თვითმკვლელობების შედეგად.

ქვეყანაში ადამიანის უფლებების შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე , ქ-ნი ელენე თევდორაძე გვესაუბრება :

- შეიძლება იყო რაღაც დადებითი , კანონმდებლობის თვალსაზრისით. განსაკუთრებით ეს ეხება საპროცესო კოდექსს, რადგან ჩვენ საგამოძიებო პერიოდი 2 თვემდე შევამცირეთ... – 2006 წელი ძალიან მძიმე წელი იყო პენიტენციალური სისტემისთვის, სწორედ ამ წელს მოხდა ბუნტი ციხეში, რომლის დროს პატიმრები დაიღუპნენ. ძალიან გაიზარდა პატიმართა რიცხვი, ჩვენი ციხეები გადაჭედილია. 2 ახალი ციხე შევიდა ექსპლუატაციაში, მაგრამ სამწუხაროდ ორმა ციხემ გადატვირთულობის პრობლემა ვერ გადაჭრა. რაც პატიმართა სიკვდილიანობას ეხება. რა თქმა უნდა, გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა, იმიტომ რომ გაიზარდა პატიმართა რიცხვი, პრაქტიკულად 2-ჯერ შედარებით რევოლუციამდე.. რაც ყველაზე სამწუხაროა, გარდაცვლილებში ძალიან ბევრნი არიან ისეთები, რომლებიც ჯერ კიდევ გაუსამართლებლები იყვნენ.

XS
SM
MD
LG