ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს შეერთებული შტატების კონგრესი მუშაობას იწყებს


12 წლის შემდეგ პირველად წარმომადგენელთა პალატას დემპოკრატები გააკონტროლებენ. შეერთებული შტატების ისტორიაში კალიფორნიის დემოკრატი წარმომადგენელი, ნენსი პელოსი წარმომადგენელთა პალატის პირველი ქალი-სპიკერი გახდება. წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი ლიდერები აცხადებენ რომ პირველ სესიას საშინაო პრობლემებს დაუთმობენ.

კერძოდ კი ისინი გეგმავენ 11 სექტმებრის ტრაგედიასთან დაკავშირებული კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტის გატანას, ამერიკელი მუშა-ხელის ხელფასისი გაზრდასა და ღეროვანი უჯრედის ირგვლივ კვლევითი სამუშაოების გაფართოებას.

წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი ლიდერები შეშფოთებულები არიან რომ მათ დემოკრატების მიერ წარდგენილ კანონპოექტში შესწორებების შეტანის საშუალება არ ეძლევათ.

XS
SM
MD
LG