ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის პრემიერ მინისტრი შაუკატ აზიზი ქაბულში ავღანეთის პრეზიდენტს ჰამიდ კარზაის ხვდება


შეხვედრის ძირითადი თემა საზღვრის უსაფრთხოების საკითხია.

პაკისტანის მთავრობის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, პაკისტანში თალიბი მეამბოხეების შემოპარვის თავიდან აცილების მიზნით ქვეყნის მთავრობა საზღვრის შემოღობვასა და დანაღმვას გეგმავს.

ავღანეთის პრეზიდენტი კი ამ წინადადების სასტიკი წინააღმდეგია. მან კერძოდ განაცხადა :

-"საზღვრის დანაღმვა ტერორიზმს ვერ შეაჩერებს. უმჯობესია ტერორიზმს გაერთიანებული ძალებით ვებრძოლოთ იქ სადაც ტერორისტთა სამხედრო წვრთნა მიმდინარეობს, სადაც ტერორისტების საჭირო მასალით მომარაგება და დაფინანსება ხდება."

ავღანეთის მთავრობა პაკისტანს ასევე თალიბი მეამბოხეების წინააღმდეგ უუნარო პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს. თუმცა პაკისტანის ოფიციალური პირები ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ რომ მიუხედავად წინააღმდეგობისა პაკისტანის მთავრობა სამომავლოდ გეგმავს საზღვრის შემოღობვასა და დანაღმვას.

XS
SM
MD
LG