ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უგზო უკვლოდ დაკარგული ამერიკელი ჯარისკაცების შესახებ


შეიარაღებული ძალების წევრები ხშირად სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებისას უგზო უკვლოდ იკარგებიან. ამერიკელები, რომელბიც საომარი მოქმედებების დროს იღუპებიან, იმ იმედით მიდიან ამ ქვეყნიდან, რომ ყველაფერი გაკეთდება მათი ცხედრების მოსაძებნად და დასამარხად, რომ მათ ოჯახებს ინფორმაცია ექნებათ მათი გრადაცვალების შესახებ. გაღებული მსხვერპლი კი ამერიკელ ხალხს მუდამ ემახსოვრება. ომის ამერიკელმა ტყვეებმა იცოდნენ, რომ მათი მოძმეები მანამ არ მოისვენებდნენ, სანამ მათ არ გაათავისუფლებდნენ. მიუხედავად ამისა, სამსახურეობრივი მოვალეობებისას გაუჩინარებული თუ დაღუპული სამხედროების ბედი მაინც განსაკუთრებული ვალდებულებაა ამერიკისთვის. შეერთებული შტატების ხელისუფლებას კანონით მოიეთხოვება თითოეული დაკარგული მეომრის შესახებ ინფორმაციის ფლობა. შეძლებისდაგვარად, მათი ცხედრები უნდა აღმოაჩინონ, შემდეგ კი უზრუნველყოფილ იქნას მათი დასაფლავება. და თუ კიდევ არსებობს მათი გადარჩენის შანსი, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ჯარისკაცების შინ დასაბრუნებლად. სწორედ ეს იყო ჩაფიქრებული როცა 200 წელს ამერიკის კონგრესმა გამოსცა კანონი -“დავიბრუნოთ ისინი.” კორეის ომის შემდეგ, 8 ათასზე მეტი ამერიკელი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება, ვიეტნამის ომის შემდეგ კი ორ ათასზე მეტი ასევე უგზო უკვლოდ არის დაკარგული. კანონი თავშესაფარს აძლევს ვიეტნამის, კამბოჯის, ლაოსის, ჩინეთის, ჩრდილოეთ კორეის და ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების მოქალაქეებს-მათ ვინც ამერიკას გადასცემს ცოცხალ ჯარისკაცებს, რომელბიც დღესდღეობით დაკარგულად ითვლებიან. კანონი ასევე უზრუნველყოფს თავშესაფრის უფლებას იმ ოჯახებისთვის, ვინც ამერიკელი სამხედროების მთავრობასთან დაკავშირებას შეუწყობს ხელს. 1975 წელს, ვიეტნამის ომის დასრულების შემდეგ, გაჩნდა ინფორმაცია გაუჩინარებული ამერიკელი სამხედროების დაკავების შესახებ სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში. თუმცა ჯერჯერობით ასეთი ინფორმაცია დადასტურებული არ არის. ნებისმიერი პირი, ვინც მსგავს ინფორმაციას ფლობს, დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეს ამერიკის მთავრობას.
XS
SM
MD
LG