ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯორჯ ბუში დემოკრატიულ და რესპუბლიკურ პარტიებს  თანამშრომლობისკენ მოუწოდებს


აშშ პრეზიდენტი ჯორჯ ბუში დემოკრატიულ და რესპუბლიკურ პარტიებს ერაყის საკითხზე კონსენსუსის მიღწევისკენ მოუწოდებს.

დღეს, გაზეთ “ უოლ სტრიტ ჯორნალში” გამოქვეყნებულ სტატიაში, ჯორჯ ბუში აცხადებს, რომ ერაყის დემოკრატიულად არჩეული მთავრობის გადასარჩენად ამერიკა უნდა დაეხმაროს მას მოთარეშეთა დამარცხებაში.

ხვალ, ამერიკის კონგრესის კონტროლს ოფიციალურად გადაიბარებს დემოკრატიული პარტია. ამ ფონზე, პრეზიდენტი აცხადებს, რომ ორივე პარტიის ლიდერებმა კარგად უნდა გააცნობიერონ თუ რა რისკის წინაშე დგანან ისინი. მისი თქმით, “ თუ დემოკრატიული წყობილობა ვერ გაამართლებს ერაყში, ამით ამერიკის მტრები კიდევ უფრო გაძლიერდებიან. ”

ცნობილია, რომ ერაყში ამერიკის პოლიტიკური კურსის შესახებ ჯორჯ ბუში განცხადებას იანვარში გააკეთებს.

XS
SM
MD
LG