ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს პალესტინის პეზიდენტის მაჰმუდ აბასის  მომხრე


პალესტინის ოფიციალური პირები აცხადებენ რომ ღაზის სექტორში შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს პალესტინის პეზიდენტის მაჰმუდ აბასის მომხრე.

ფრაქცია ფატას ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად პასუხისმგებლობა ჰამასის დაჯგუფებას ეკისრება.

ამის ფონზე უშიშროების ძალები აგრძელებენ საფრანგეთის ახალი ამბების სააგენტოს გატაცებული ფოტოგრაფის ჯემი რაზურის ძებნას, რომელიც გუშინ ოფისიდან შეიაარღებულმა პირებმა მანქანით გაიტაცეს.

ფატასა და ჰამასის ფრაქციები ფოტოგრაფის დაუყონებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.

პალესტინის ოფიციალური პირები მოუწოდებენ უცხოელებს დატოვონ ღაზის სექტორი სანამ არ გაუმჯობესდება უსაფრთხოების პირობები.

XS
SM
MD
LG