ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯერალდ ფორდს ათასობით ამერიკელი გამოეთხოვა


დღეს დასრულდა შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის ჯერალდ ფორდის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო ცერემონიების ციკლი.

ჯერალდ ფორდს მიჩინგანის შტატში, მის მშობლიურ ქალაქში გრანდ რაპიდში დაკრძალავენ.

შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი, რომელმაც ფორდს 1976 წელს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მოუგო, ქალაქ გრანდ რაპიდის ეკლესიაში გამართულ პანაშვიდზე გამოსათხოვარი სიტყვით გამოვა.

ჯერალდ ფორდს მისი საპრეზიდენტო მუზეუმის ეზოში დაკრძალავენ.
ვაშინგტონის ეროვნულ საკათედრო ტაძარში ბატონი ფორდისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო ცერემონიის დროს პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა რომ ფორდმა ამერიკას უოტერგეიტის სკანდალით გამოწვეული არეულობის დაშოშმინებაში დაეხმარა. შეერთებული შტატების 38-ე პრეზიდენტი ჯერალდ ფორდი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG