ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გასული წლის მნიშვნელოვანი მოვლენები


ყოველ წელს Associated Press-ის ახალი ამბების სამსახური არჩევს იმ თემებს, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო გასული წლის განმავლობაში. წელს არჩევანი რასაკვირველია ერაყის ომზე შეჩერდა.

2006 წელი ერაყისათვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ძალმომრეობის ესკალაციისა და რელიგიურ დაჯგუფებათა შორის შეიარაღებული დაპირისპირების ფონზე უამრავი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა. მას შემდეგ რაც 2003 წელს ერაყის ომი დაიწყო თითქმის 3000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ერაყის მთავრობა ძლივს ახერხებს ქვეყნის კონტროლს.

Associated Press-ის ამ სიაში აშშ-ში 7 ნოემბერს გამართული შუალედური არჩევნებიც აღმოჩნდა. ბევრმა ამერიკელმა სწორედ ეს არჩევნები გამოიყენა იმ მიზნით, რათა საკუთარი უკმაყოფილება გამოეხატა ერაყში შექმნილი მდგომარეობით. ამ არჩევნების შედეგად დემოკრატიულმა პატიამ წარმომადგენელთა პალატასა და სენატში ადგილების უმეტესობა მოიპოვა. წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე, როგორც მოგეხსენებათ, პირველად გახდა ქალი კონგრესმენი კალიფორნიიდან ნენსი პელოსი.

სიაში კიდევ ორი მოვლენა შევიდა: 1. აშშ-მა და მისმა მოკავშრეებმა დიდი ძალისხმევა გასწიეს, რათა ჩრდილოეთ კორეასა და ირანს შეეჩერებინათ მათი ბირთვული პროგრამა. ჩრდილოეთ კორეამ ოქტომბერში გამოსცადა მისი ბირთვული იარაღი. 2. ირანს დაგეგმილი აქვს ამა წლის მიწურულისათვის მისი პირველი ბირთვული ცენტრის ამუშავება.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის კონგრესი 2006 წელს შეეცადა ლათინური ამერიკიდან უკანონო იმიგრაციის თაობაზე კანონის მიღებას, მაგრამ ამას განსაზღვრულწილად ხელი შეუშალა კონგრესმენებს შორის აზრთა მკვეთრმა სხვაობამ. იმიგრანტთა უფლებების მომხრეებმა რამოდენიმე საპროტესტო აქცია გასმართეს.

2006 წელს სკანდალების გარეშე არ ჩაუვლია. წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის ლიდერი ტომ დილეი კორუფციის ბრალდების გამო გადადგა. მეორე კონგრესმენი მარკ ფოლი იძულებული გახდა გადამდგარიყო მას შემდეგ რაც აღმოჩნდა, რომ იგი ჰომოსექსუალური შინაარსის ელექტრონულ წერილებს უგზავნიდა კონგრესის მომსახურე პერსონალის ახალგაზრდებს.

Associated Press-ის სიაში შევიდა ერაყის ყოფილი ლიდერის სადამ ჰუსეინის სასამართლოც. იგი სასამართლომ დამნაშავედ სცნო 148 შიითი მუსლიმის დახოცვაზე განკარგულების გაცემაში და მას სასჯელის უმაღლესი ზომა- ჩამოხრჩობა დაუდგინა. იგი 2006 წლის 30 დეკემბერს დასაჯეს სიკვდილით.

2006 წლის ზაფხულში ისრაელმა ლიბანის წინააღმდეგ დაიწქო ომი, რაც ერთ თვეს გაგრძელდა. 900ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ლიბანის სამხრეთის უმეტესობას უმძიმესი ზარალი მიადგა.

აქვე აღსანიშნავია 2006 წელს აშშ-ის თავდაცვის მდივნის დონალდ რამსფელდის გადადგომა, რომელიც ამ თანამდებობაზე რობერტ გეითსმა შეცვალა.

2006 წლის აგვისტოში ბრიტანეთის ძალოვანმა სტრუქტურებმა გამოაცხადეს, რომ ჩაშალეს ტერორისტთა შეთქმულება, რომელიც რამოდენი სამგზავრო ავიალაინერის ატლანტის ოკეანის თავზე აფეთქებას ითვალისწინებდა.

და ბოლოს სიაში რა საკვირველია მოხვდა სუდანის მოვლენები. დარფურის რეგიონში მეამბოხეებსა და სამთავრობო ძალებს შორის მიმდინარე ბრძოლებს ორას ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

XS
SM
MD
LG