ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ უამრავ რამის გაკეთება შეძლო


საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის სხდომაზე 30 დეკემბერს 2006 წლის შეჯამებისას განაცხადა, რომ ხელისუფლებამ უამრავ რამის გაკეთება შეძლო, მაგრამ უფრო მეტს მომავალ, 2007 წელს გააკეთებს : ჩვენ არა ვართ ის მთავრობა, რომელიც ცარიელ დაპირებებს იძლევა ! - განაცხადა 2006 წლის მიწურულს მიხეილ სააკაშვილმა.

ეს რაც აღმასრულებელ ხელისუფლებას ეხება, ხოლო რომელ კანონს, რას თვლის ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად, რამაც საქართველოს აწმყო და მომავალი უკეთესობისკენ წარმართა ? - ამ კითხვით საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერს, ქ-ნ მაია ნადირაძეს მივმართე .

მაია ნადირაძე : - შეიძლება ყველა კანონი ამ წუთშივე არ მოქმედებს, მაგრამ კანონი არ არის მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის მოწესრიგების საფუძველი. არსებობს კანონის შესრულების ტრადიციაც , და ძალიან ბევრი ქვეყნის საკანონმდებლო ბაზა უფრო ტრადიციებზეა დამყარებული, ვიდრე კანონის იდეალურობაზე.

- როდესაც რეფორმატორულია ხელისუფლება, იგი იღებს ვალდებულებებს და პასუხისმგებლობასაც გაატაროს კანონები და აქვს ამბიცია, რომ ეს ქვეყანას წაადგება. ოპოზიციის საქმეა კრიტიკა, რეფორმების დროს კრიტიკა ძალიან ადვილია.

XS
SM
MD
LG