ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

განახლდა ბრძოლები სომალიში ეთიოპიის ჯარებსა და ისლამურ მილიციას შორის


სომალის სამთავრობო ძალები ეთიოპიის ტანკების მხარდაჭერით ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქ კისმაოს მიუახლოვდნენ, რომელიც ისლამისტების ბოლო სიმაგრეა.

ისლამისტებმა თავიანთ ძალებს კისმაოში მოუყარეს თავი მას შემდეგ რაც ისინი მოგადიშოდან ეთიოპიის ჯარების მხარდაჭერით გამოყარეს. ისლამისტებმა კისმაოს ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ჯილიბში დაიკავეს პოზიციები, რომელიც უკვე დატოვა მოსახლეობამ საომარი მოქმედებები დაწყების შიშით. კისმაოსკენ მიმავალი გზები დანაღმულია. ისლამისტების ლიდერმა შეიხ შარიფ აჰმედმა თავის მომხრეებს სომალის დროებითი მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა.

საერთაშორისო წითელი ჯვრის განცხადებით ბრძოლებში ასობით ადამიანია დაღუპული. გაეროს ლტოლვილთა სააგენტო კი სომალიდან გამოქცეული ხალხის ნაკადს ელოდება მეზობელ ქვეყნებში.

XS
SM
MD
LG