ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელარუსის პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე მოსკოვს ესტუმრა


მინსკის წარმომადგენელი, ბელარუსისათვის რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით მოსკოვში ჩავიდა. გაზპრომისა და ბელარუსის ხელისუფლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბელარუსის პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე ვლადიმირ სემაშკო მოსკოვს დღეს დილით ესტუმრა.

გუშინ მინსკმა განაცხადა, რომ გაზპრომთან ხელსეკრულება უკვე მიღწეულია. გაზპრომის წარმომადგენლებმა უარყვეს ეს განცხადება.

შეგახსენებთ, რომ გაზპრომი ბელარუსისაგან ათასი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის საფასურის 46 დოლარიდან 105-თამდე გაზრდას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში გაზპრომი ხვალიდან ბელარუსს გაზის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება.

XS
SM
MD
LG