ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გარდაცვლილ ყოფილ პრეზიდენტს ჯერალდ ფორდს დღეს ათასობით ამერიკელი გამოეთხოვება


ყოფილი პრეზიდენტის დროშაგადაფარებული კუბო ვაშინგტონში, შეერთებული შტატების კაპიტოლიუმის შენობაში დღეს და ხვალ იქნება დასვენებული. ზეგ დილით ბატონი ფორდის ნეშტს ვაშინგტონის ეროვნულ საკათედრო ტაძარში გადაასვებნებენ, სადაც სამგლოვიარო ცერემონია ჩატარდება. ბატონ ფორდს მიჩიგანის შტატში დაკრძალავენ.

გუშინ ფორდის საპრეზიდენტო აპარატის ყოფილი ხელმძღვანელი, აწ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი, ყოფილ პრეზიდენტთან გამოსათხოვარი სიტყვით გამოვიდა. მისითქმით ფორდი ამერიკას ვიეტნამის ომის ჭრილობების მოშუშებასა და უოტერგეიტის სკანდალით გამოწვეული არეულობის დაშოშმინებაში დაეხმარა.

ჯერალდ ფორდის საპატივცემულოდ, პრეზიდენტმა ბუშმა 2 იანვარი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა. შეერთებული შტატების 38-ე პრეზიდენტი ჯერალდ ფორდი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG