ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იწყება პრ. ფორდის სამგლოვიარო ცერემონიების ციკლი


დღეს, შეერტებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის ჯერალდ ფორდის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო ცერემონიების ციკლი იწყება. დღეს კალიფორნიაში, შეერტებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის ჯერალდ ფორდის ხსოვნისადმი მიძღვნილი ხუთდღიანი სამგლოვიარო ცერემონიები იწყება. ბატონი ფორდის ნეშტი მისი სახლის შორიახლოს მდებარე ეკლესიაში ხვალამდე იქნება დასვენებული. შემდეგ ყოფილ პრეზიდენტს ვაშინგტონში, შეერთებული შტატების კაპიტოლიუმის შენობაში გადაასვენებენ. სამშაბათს კი ვაშინგტონის ეროვნულ საკათედრო ტაძარში ბატონი ფორდისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო ცერემონია ჩატარდება. პრეზიდენტმა ბუშმა 2-რი იანვარი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა. ჯერალდ ფორდი 93-ტი წლის ასაკში გარდაიცვალა.
XS
SM
MD
LG