ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომალის პრემიერ-მინისტრი ქვეყნის დედაქალაქშია


დღეს მას შემდეგ, რაც ისლამისტები სომალის დედაქალაქ მოგადიშოდან გავიდნენ, იქ დროებითი მთავრობის პრემიერ-მინისტრი ალი მოჰამედ გედი შევიდა.

ქალაქის ქუჩებში გამოსული ხალხი თვალს ადევნებდა პრემიერ-მინისტრის მძიმედ დაჯავშნულ, ოცზე მეტი მანქანისაგან შემდგარ კორტეჟს. ბატონმა გედიმ ქალაქის აეროპორტი და ნავსადგური მოინახულა. პრემიერს ყველგან სამთავრობო ჯარისა და ეთიოპელ მოკავშირეთა წარმომადგენლები დაყვებიან.

ამ დროს კი, ეთიოპიის ჯარის მოგადიშოში შესვლას ქალაქის ჩრდილოეთ უბნებში ათასობით ადამიანი აპროტესტებს. დემონსტრაციის მონაწილეები ქვებს ისვრიან და მანქანის საბურავებს წვავენ.

XS
SM
MD
LG