ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯორჯ ბუშმა ყოფილ პრეზიდენტს ჯერალდ ფორდს დიდი ამერიკელი უწოდა


ტეხასში, კროუფორდის რეზიდენციაში გაკეთებულ განცხადებაში ბუშმა აღნიშნა, რომ ჯერალდ ფორდმა ბევრის პატივისცემა და კეთილმოსურნეობა სწორედ თავისი პატიოსნებით დაიმსახურა. ბუშმა დასძინა ისიც, რომ პრეზიდენტმა ფორდმა ქვეყნის გამთლიანება და პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი საზოგადოების ნდობის გაღრმავება შესძლო.

ჯორჯ ბუშმა თქვა რომ იგი უკვე ესაუბრა ჯერალდ ფორდის ქვრივს, ქალბატონ ბეტი ფორდს და პირადად მიუსამძიმრა მას.

ამერიკის ვიცე პრეზიდენტმა დიკ ჩეინმ, რომელიც პრეზიდენტ ჯერალდ ფორდის დროს თეთრი სახლის აპარატის უფროსი იყო, განაცხადა, რომ ამერიკაში სამოქალაქო ომის შემდეგ ყველაზე სერიოზული საკონსტიტუციო კრიზისის ხანაში ფორდმა ქვეყანას სიმტკიცე, სიბრძნე და მართებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი შესძინა.

XS
SM
MD
LG