ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაივანში 7,1 ბალის სიძლიერის მიწისძვრა მოხდა


სეისმოლოგების განცხადებით ტაივანის სამხრეთში 7,1 ბალის სიძლიერის მიწისძვრა მოხდა. იაპონელი სპეციალისტები შიშობენ რომ ამან შესაძლოა ერთ მეტრიანი ცუნამი გამოიწვიოს, რომელიც პირველ რიგში ფილიპინებს დაემუქრება.

მეცნიერების განცხადებით მიწისძვრა არ იყო ისეთი ძლიერი რომ დიდი ცუნამი გამოეწვია. ტაივანელმა სეისმოლოგებმა განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგი დააფიქსირეს, რომელიც 6,4 ბალის სიძლიერის იყო.

XS
SM
MD
LG