ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანელმა ჯარისკაცებმა ბასრაში პოლიციის განყოფილება დაარბიეს და 7 შეიარაღებული პირი მოკლეს


პოლიციელები დაზვერვის მონაცემებით დაკავებულთა დახოცვას აპირებდნენ. ბრიტანელი სამხედროების განცხადებით ეს ოპერაცია ერაყის პოლიციის იმ თანამშრომელთა განიარაღებას ისახავდა მიზნად, რომლებიც მკვლელობებში და ადამინთა გატაცებებში იყვნენ გარეულნი.

ბაღდადის შიიტურ უბანში ავტომანქანის აფეთქების შედეგად სულ ცოტა 10 ადამიანი დაიღუპა. ამასობაში ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში 4 ირანელი დააკავეს რომლებიც ერაყის არმიის წინააღმდეგ ტერაქტების დაგეგმვაში არიან ეჭვმიტანილნი. ირანელები ერაყის პრეზიდენტის ჯალალ ტალაბანის მოწვევით იმყოფებოდნენ ბაღდადში, რომელიც არ მალავს უკმაყოფილებას მათი დაპატიმრების გამო.

XS
SM
MD
LG