ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომის პაპმა მრევლს დამდეგი შობა მიულოცა


დღეს რომის პაპმა ბენედიქტე მეთექვსმეტემ რომში წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილებს დამდეგი შობა მიულოცა და მომლოცველებს უთხრა რომ ამ დღესდასწაულის მოახლოლებისას მნიშვნელოვანია გააზრება იმისა თუ რამდენად სათუთი და სანუკვარია თითოეული ადამიანის სიცოცხლე. შეგახსენებთ, რომ სწორედ დღეს რომში ჩატარდა ევთანაზიის ადვოკატის პიერჯიორჯიო ველბის დაკრძალვა. ველბი გასულ კვირას მას შემდეგ გარდაიცვალა რაც მან ექიმს სთხოვა ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან გაეთიშათ. ვატიკანის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ კატოლიკური ეკლესია ვერ დაუშვებდა ველბის რელიგიურ დაკრძალვას, რამეთუ მან თავისი შეგონებებით რწმენა უარყო და საკუთარი სიცოცხლის დასრულება მოითხოვა.
XS
SM
MD
LG