ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართველი ქალი და პოლიტიკა !


ბოლო წლებში ქართველი ქალები ეფექტურად იპყრობენ პოლიტიკურ ოლიმპს. ამაში მათ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია ეხმარება. საქართველოში რამდენიმე ხნის წინ 70-მდე ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია კოალიციაში გაერთიანდა.

კოალიცია მარტოხელა დედების, უპატრონო ბავშვების, უსახლკაროდ დარჩენილი დედებისა და მათი შვილების პატრონაჟის გარდა, მაგალითად ბოლო - 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს არჩევნებში ქალთა მონაწილეობის მხარდამჭერ პარალელურ კამპანიას მართავდა. დღეს კი, სასტუმრო თბილისი - მარიოტში კოალიციის წევრებმა ინტერნეტ-საიტის პრეზენტაცია გამართეს. ამის შესახებ ქალთა განათლებისა და საინფორმაციო ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, მაია კუპრავა გვესაუბრება :

- დღეს არის ქალთა კოალიციის, ჯგუფის „ქალი და პოლიტიკის“ საიტის პრეზენტაცია. ეს საიტი მთლიანად ეთმობა ქალ-კანდიდატებს. საქართველოს მასშტაბით თუ ვინმე იღებდა მონაწილეობას არჩევნებში და მასთან შეხება გვქონდა, ამ ქალბატონების მონაცემთა ბაზა გაკეთდა. აქ არის განთავსებული მათი ბიოგრაფიები, ფოტოსურათები, რომელ პარტიას წარმოადგენდნენ და ასევე მესიჯი, რომლითაც მათ მიმართეს ამომრჩეველს, როცა იყრიდნენ კენჭს.

XS
SM
MD
LG