ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადში კამიკაძეს აფეთქებას 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა


კამიკაძე ტერორისტის მიერ ბაღდადის პოლიციის კადრების შევსების ცენტრთან მოწყობილ აფეთქებას 13-ტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერაყის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კამიკაძე ტერორისტის მიერ დღეს, ბაღდადის პოლიციის კადრების შევსების ცენტრთან მოწყობილ აფეთქებას 13-ტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაჭრილია 15-ტზე მეტი კაცი. ამ დროს კი ბაღდადში მყოფი, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი რობერტ გეიტსი, ერაყში დისლოცირებული, ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაზრდის შესაძლებლობას განიხილავს. გეიტსი დღეს ამერიკელი ჯარისკაცების ჯგუფს შეხვდა. სამხედროთა ნაწილი ემხრობა მდივნის ინიციატივას და თვლის, რომ კონტინგენტის გაზრდა ერაყის არმიის წვრთნის დაჩქარებას შეუწყობს ხელს. გუშინ ბატონი გეიტსი, ერაყში მყოფ ამერიკელ მხედართმთავრებსა და ერაყის ოფიციალურ პირებს შეხვდა. დღეს მას კიდევ რამდენიმე შეხვედრა აქვს დაგეგმილი. პრეზიდენტი ბუში კი ამბობს, რომ ერაყში მეტი სამხედროს გაგზავნის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
XS
SM
MD
LG