ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბუში გეგმავს ამერიკის შეიარაღებული ძალების გაზრდას


აშშ პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, გაზეთ “ვაშინგტონ პოსტთან” საუბარში აცხადებს, რომ გეგმავს ამერიკის შეიარაღებული ძალების გაზრდას, რათა ქვეყანა ტერორიზმს უკეთ გაუმკლავდეს. ბუშმა ის ფაქტიც აღნიშნა, რომ ამერიკა ერაყში ომს ჯერჯერობით ვერ იგებს.

ინტერვიუმ სხვადასხვა საკითხი მოიცვა. ბუშმა ასევე თქვა, რომ ახალ თავდაცვის მინისტრს რობერტ გეითს უკვე დაავალა საჯარისო ნაწილების და საზღვაო ქვეითთა შემადგენლობის გაზრდა სამხედრო მეთაურების მომატების ხარჯზე. პრეზიდენტი ამბობს, რომ გლობალური ომი ტერორის წინააღმდეგ კიდევ დიდ ხანს გაგრძელდება და რომ ამერიკას ამ პრობლემის დასაძლევად მომავალშიც დასჭირდება მძლავრი სამხედრო ძალები.

ერაყში შექმნილ სიტუაციაზე საუბრისას, ბუშმა დაიმოწმა შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის გენერლის პიტერ პეისის სიტყვები, და განაცხადა, რომ “ამერიკა ომს ვერ იგებს-ო”. შეგახსენებთ, რომ ნოემბრის არჩევნებამდე ბუში აცხადებდა, რომ ამერიკა დანამდვილებით იგებდა ომს ერაყში.

ამერიკის პრეზიდენტმა, ვაშინგტონ პოსტს ასევე უთხრა, რომ იგი ნებისმიერ ალტერნატივას იხილავს ერაყში, მათ შორის იქ ამერიკული ძალების დროებით გაზრდას.

XS
SM
MD
LG