ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იორდანიის მეფე აბდულა პალესტინელთა მოწინააღმდეგე ფრაქციების შერიგებას აპირებს


მაშინ როდესაც გრძელდება უმნიშვნელო შეტაკებები პალესტინელთა ფათას და ჰამასის დაჯგუფებებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან ორი დღის შემდეგ.

პალესტინელი ექიმების განცხადებით ამ შეტაკებების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ჰამასის ერთი პოლიციელი და ფათას უშიშროების სამსახურის ორი თანამშრომელი. დაჭრილითა შორის ბავშვებიც არიან.

შეტაკება ქალაქ ღაზის ქუჩებში შიფას ჰოსპიტალთან და ფათას დაქვემდებარებული უშიშროების სამსახურის შენობასთან მოხდა.

პალესტინელთა შორის ხანმოკლე შეტაკებები კვირის შემდეგ მაინც გრძელდება, მიუხედავად იმისა რომ მოწინააღმდეგე მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტაზე მოილაპარაკეს. ეს შეჯახება პალესტინის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის მიერ ახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა რასაც ჰამასი ბოიკოტს უცხადებს.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერთან საუბარში ბატონმა აბასმა აღნიშნა, რომ ახალი არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ მოლაპარაკების ჩაშლის შემდეგ მიიღო.

ამასობაში ისრაელის ჯარისკაცებმა კიდევ 2 პალესტინელი მოკლეს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ტერიტორიაზე.

XS
SM
MD
LG