ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სიტყვის თავისუფლებას საქართველოში საფრთხე დაემუქრა ?


საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში დღეს მაუწყებლობის ქცევის კოდექსის მოსმენა გაიმართა, რომელიც თავისუფლების ინსტიტუტმა შეიმუშავა. მასმედიის წარმომადგენელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კოდექსი მათი საქმიანობის გარკვეულ შეზღუდვას ითვალისწინებს. კერძოდ, პირდაპირი ეთერით სამოქალაქო არეულობებისა და სხვა მოვლენების ასახვისა და ინფორმაციის დაბალანსების თვალსაზრისით.

კოდექსის არსებული სახით მიღებას ეწინააღმდეგება საპატრიარქო : კოდექსი კრძალავს ტელეეთერით რელიგიის აგიტაცია-პროპაგანდას, საპატრიარქოსთვის ასევე მიუღებელია ეთიკის ის მუხლი, რომელიც თავისუფალი ჩვენების უფლებას აძლევს სექსუალურ, ძალადობრივ, ნარკომანიისა და ჰომოსექსუალიზმის ამსახველ კადრებს.

აღნიშნულ საკითხებზე ჩვენს გადაცემაში მასმედიის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის თავმჯდომარე, ჰამლეტ გეგია გვესაუბრება :

- საკმაოდ სერიოზული მდგომარეობაა შექმნილი ამ კოდექსის განხილვასთან დაკავშირებით, ბევრი პროფესიონალი ჟურნალისტი გამოთქვამს თავის უარყოფით დამოკიდებულებას. მიაჩნიათ, რომ ეს კოდექსი შეზღუდავს სიტყვის თავისუფლებას.. აღსანიშნავია, რომ თვითონ ეს კონფლიქტი დიდი ხანია არსებობდა ჩვენს საზოგადოებაში.

XS
SM
MD
LG