ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი არ აპირებს ურანის გამდიდრების პროცესის შეჩერებას


დღეს წარმოთქმულ სიტყვაში აჰმადინეჯადმა გაფრთხილება მისცა ბრიტანეთს საფრანგეთსა და გერმანიას იმის თაობაზე რომ თუ ეს სახელმწიფოები გაეროს სანქციებს დაუჭერენ მხარს ოფიციალური თეირანის მიერ ეს როგორც მტრული მოქმედება ისე იქნება აღქმული. ირანის პრეზიდენტს არაფერი უთქვამს იმაზე თუ კონკრეტულად რას მიმართავს ირანი სანქციების შემოღების შემთხვევაში.

ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ სანქციების თაობაზე რეზოლუციის პროექტი წარუდგინეს გაეროს უშიშროების საბჭოს.

უნდა აღინიშნოს რომ უშიშროების საბჭოს წევრი სახელმწიფო რუსეთი სანქციების თაობაზე ამ რეოზოლუციის პროექტის მრავალ პუნქტს არ ეთანხმება.

აშშ-მა ხაზგასმით აღნიშნა რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს და გაერომ უახლოეს მომავალში აუცილებლად უნდა ჩაატაროს კენჭისყრა ამ რეზოლუციაზე.

როგორც აშშ-ს სახელმწიფო დეპარატამენტის რწმუნებულმა შონ მაკკორმაკმა განაცხადა თეირანმა ბოლო დროს არა ერთი რამ გააკეთა რაც ნამდვილად იმსახურებს ენერგიული ნაბიჯების გადადგმას მისი ბირთვული ამბიციების წინააღმდეგ.

მაკკორმაკმა კერძოდ თქვა: “საკმარისია გავიხსენოთ გასულ კვირას ირანის რეჟიმის მეურვეობით ჩატარებული კონფერენცია რომლის მიზანია დაამტკიცონ ის რომ ადგილი არ ჰქონია ევროპელ ებრაელთა გენოციდს მეორე მსოფლიო ომის დროს.

ამას კიდევ თან უნდა დავურთოთ ის რომ ირანი აქტიურად ცდილობს ბირთვული იარაღის შექმნას, ხოლო აჰმადინეჯადი კი აცხადებს რომ ისრაელი უნდა გაქრეს მსოფლიო რუკიდან. კიდევ რა დამამტკიცებელი საბუთებია საჭირო იმისათვის რომ მხარი დავუჭიროთ კენჭისყრის ჩატარებას ამ რეზოლუციის ირგვლივ?”

ირანის პრეზიდენტი აჰმადინეჯადი კვლავაც აცხადებს რომ ირანს მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის სურს ბირთვული ენერგიის გამოყენება, აქედან გამომდინარე იგი ამტკიცებს რომ ირანი არ აპირებს ურანის გამდიდრების პროცესის შეჩერებას და მის მთავრობას სანქციები ვერ დააშინებს.

XS
SM
MD
LG