ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისმა დევნილთა მიმართ ეროვნული სტრატეგია შეიმუშავა


ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში კიდევ ერთი სიახლეა : აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ენგურის ხიდზე ქართველებს მიმოსვლა აუკრძალა, საქართველოსთან აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრის გადაკეტვის მიზეზად სოხუმი ქართული მხარის მიერ მოწყობილ პროვოკაციებს ასახელებს. საზღვარი მოსკოვში მყოფი აფხაზეთის პარლამენტის თავმჯდომარის განკარგულებით გადაიკეტა.

მოსკოვში სოხუმის, ცხინვალის რეგიონის და დნესტრიპირეთის წარმომადგენელთა საპარლამენტო ასამბლეა მიმდინარეობს. აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარეები გაეროს დამოუკიდებლობის აღიარებას სთხოვან..

თბილისში 3 დღის წინ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ , არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად დევნილთა მიმართ ეროვნული სტრატეგიის პრეზენტაცია გამართა. - აღნიშნული დოკუმენტი დევნილთა საციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით ახალ ერას წარმოადგენს, მათ შორის დევნილთა ეფექტურ ჩართვას საზოგადოებრივ ცხოვრაბაში და პირობების შექმნას მათი ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნებისთვის - აცხადებს დევნილთა და განსახლების სამინისტრო.

აღნიშნული დოკუმენტი, ეროვნული სტრატეგია დევნილთა მიმართ განსახილველად საქართველოს მთავრობას გაეგზავნა.

როგორც უკვე ითქვა, დევნილთა მიმართ ეროვნული სტრატეგიის პრეზენტაცია 15.12. გაიმართ. ნიშნავს თუ არა ეს , რომ 15.12-მდე სახელმწიფოს ეროვნული სტრატეგია არ გააჩნდა ? - ამ კითხვით აფხაზეთის უმაღლესი საბჭ ოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარეს, ანზორ წოწონავას მივმართე :

-რეალურად არ იყო ეს გეგმა. რადგან აფხაზეთის საკითხზე პარლამენტმა რომ იმსჯელა 1996 წლის 17.04. მაშინ იყო გლობალურად გადაწყვეტილი საკითხები მთლიანობაში : პოლიტიკური, სტრატეგიული, რუსეთტან, ევროსაბჭოსთან მიმართებაში და ა.შ. მაგრამ რეალურად დევნილებთან სტრატეგია არ არსებობდა.

XS
SM
MD
LG