ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატებისა და ნატოს სამხედრო შენაერთები ავღანეთის სამხრეთში ბრძოლაში ჩაებნენ


ავღანეთში დისლოცირებული ნატოს ალიანსის წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ყანდაარის პროვინციაში, კამიკაძე ტერორისტმა ალიანსის სამხედრო ავტოკოლონას ავტომობილი შეაჯახა. აფეთქებაში 2 ნატოს ჯარისკაცი დაიჭრა.

ამერიკელი სამხედროები კი აცხადებენ, რომ ყანდაარში კოალიციის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად 4 მოთარეშეა განადგურებული. ბრძოლის შედეგად კოალიციის სამი ჯარისკაცი დაიჭრა.

ამ დროს კი, ყანდაარის პროვინციის არმოსავლეთში ტერორისტობაში ეჭმიტანილი 10 ადამიანის დააკავეს.

ქაბულში ყოფნისას, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ავღანეთში დარჩენილი ფრანგი ჯარისკაცების სხვადასხვა ოპერაციებში ჩართვას აპირებს. მინისტრის თქმით, ფრანგები ქვეყნის საშიშ სამხრეთში და აღმოსავლეთში არ შევლენ.

XS
SM
MD
LG