ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"პალესტინაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდება"განაცხადა მაჰმუდ აბასმა


პალესტინის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის განცხადებით ის არ შეცვლის თავის გადაწყვეტილებას ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ მოწინააღმდეგე ფრაქციებს შორის შეიარაღებული შეტაკების საშიშროების მიუხედავად.

ეს განცხადება ბატონმა აბასმა რამალაში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მაჰმუდ აბასმა კიდევ ერთხელ აღნიშნა რომ ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი და ტონი ბლერს დახმარება სთხოვა პალესტინის მთავრობისთვის დასავლეთის მიერ დაწესებული ფინანსური ბლოკადის მოხსნაში.

თავის მხრივ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მოიწონა პალესტინელი ლიდერის გადაწყვეტილება ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ და ყველანაირი დახმარება აღუთქვა პალესტინელებს.

XS
SM
MD
LG