ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აბასი ვადამდელი არჩევნებისკენ მოუწოდებს


მაჰმუდ აბასი ვადამდელი არჩევნებისაკენ მოუწოდებს. პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი, ჰამაზსა და ფათას მოძრაობებს შორის არსებული დაძაბულობის განმუხტვის მცდელობით, ვადამდელი საპრეზიდენტო და პარლამენტის არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს. დღევანდელი გამოსვლისას ბატონმა აბასმა განაცხადა, რომ მას ჰამასის წევრების მიერ დაკომპლექტებული პალესტინის მთავრობის დათხოვნის უფლება აქვს. ჰამასი მოწოდებას არ იზიარებს. დაძაბულობა მას შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა, რაც რამდენიმე დღის წინ პალესტინის პრემიერ-მინისტრზე შეიარარებული თავდასხმა განხორციელდა. სედეგად 20-ცი ადამიანი, მათ შორის პრემიერ-მინისტრის ისმაილ ჰანიეს შვილიც დაიჭრა. ჰამასი თავდასხმის მოწყობას, მაჰმუდ აბასის ფათას მოძრაობას მიაწერს.
XS
SM
MD
LG