ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნური ალ მალიკიმ ჰუსეინის გენერლები ახალ შეიარაღებულ ძალებში მიიწვია


ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ-მალიქმა სადამ ჰუსეინის დროინდელი სამხედრო მეთაურები ერაყის ახალი შეიარაღებული ძალების რიგებში მიიწვია. ბატონმა მალიქმა ეს განცხადება ეროვნული შერიგების კონფერენციის გახსნისას გააკეთა და სადამ ჰუსეინის არმიის ვეტერანებს მაღალი პენსიებიც შესთავაზა. კონფერენციაში ერაყის სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური დაჯგუფებების ასობით დელეგატი მონაწილეობს, რომლებიც ქვეყანაში გამეფებული განუკითხაობის და ძალადობის აღკვეთის გზებზე მსჯელობენ. ამჟამად ერაყში ყოველდღიურად ასამდე კაცი იღუპება შექმნილი ვითარების გამო. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი მარგარეტ ბეშირი ბაღდადიდან გვატყობინებს ერთ-ერთმა სუნიტურმა დაჯგუფებამ პროტესტის ნიშნად უკვე დატოვა კონფერენცია, რადგან ამ ღონისძიებაზე ზოგიერთი სუნიტური პარტიების წარმომადგენლები არ იყვნენ მიწვეულნი.
XS
SM
MD
LG