ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როკ ფესტივალი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში


- ეს დაიწყო 60-იანი წლების ბოლოს და 70-იანი წლების დასაწყისში. მაშინ, როდესაც მსოფლიოში ჰიპების მოძრაობა, პაციფისტური მოძრაობა, პროტესტი ბურჟუაზიული სამყაროს მიმართ აქტიური იყო, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, საქართველოშიც ამ დროს ხდებოდა, სხვა დასხვა სახის მუსიკალური აქციები, რომელიც მაშინ მსოფლიო კულტურის ადექვატური გახლდათ.

მაშინ, შავ კოსტიუმიანი კაგებეს თანამშრომლების პირისპირ გეპეის სტუდენტები და ლექტორები იდგნენ, რომელნიც მათ აგრესიას უმკლავდებოდნენ. ყველა მუსიკალური სიახლე სწორედ გეპეიში იწყებოდა და შემდეგ აქედან ვრცელდებოდა. მაშინ ახალგაზრდა თაობამ იცოდა რა სურდა, რა აინტერესებდა და რა რისკზე მიდიოდა, როდესაც როკის და ჯაზის კონცერეტებს მართავდა ან კი უბრალოდ ისმენდა.

გეპეის პროფესორი თამაზ კაპანაძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც 70-იან წლებში გეპეიში როკის უზარმაზარ ფესტივალებს და კონცერტებს მაღტავდა და მასში, როგორც მუსიკოსი მონაწილოებდა. თამაზ კაპანაძე

– დასწრება იყოს ისეთი, რომ კარებებს ანგრევდნენ, მილებზე მოხოხავდნენ, რომ დარბაზში შემოეხწიათ. მაშინ რეკლამა ხომ არ იყო, მაგრამ საკმარისი იყო ერთი ზარი, ერტ მეგობარტან რომ ეს მთელ თბილისში ვრცელდებოდა. - 90-იანი წლების შემდეგ, გეპეის მუსიკოსებმა დაშლა დაიწყეს, ზოგმა გააგრძელა მუსიკალური კარიერა, ზოგი კი სამეცნიერო საქმეს დაუბრუნდა. მაგრამ სიყვარული მუსიკის მიმართ არ განელებიათ. ამიტომაც მოხდა, რომ წელს უკვე მეოთხედ, გეპეის მეორე კორპუსის დიდ საკონცერტო დარბაზში როკის ფესტივალი გაიმართა. ამ ფესტივალის ორგანიზატორებიც და დამფინანსებლებიც თავად მუსიკოსები არიან.

ფესტივალში გარდა საქართველოში მოღვაზე მეცნიერ მუსიკოსებისა, სხვადასხვა ქვეყნებში გაფანტული შემსრულებლებიც მონაწილეობდნენ. მაგალითად ირაკლი კიკვაძე, “დოქტორ იკას” ფსევდონიმით, რომელიც ლონდონში მოღვაწეობს და იქ საუკეთესო გიტარისტადაც კი აღიარეს, ჯგუფი შინი გერმანიიდან, ზურა ძაგნიძე და “მოდერნ ბლუზ ბენდი” მოსკოვიდან, შოთა ძაგნიძე, და თავად “მაო ბენდი”, რომელსაც ბატონი თამაზ კაპანაძე ხელმძღვანელობს. რა არის თავად ამ ფესტივალის ჩანაფიქრი? თამაზ კაპანაძე – ეს არის ძველი როკ ვეტერანების შეკრება ყოველ წელს, ეს ჩვენი ფესტივალია, როდესაც ვიხსენებთ იმას რაც გავიარეთ 70-იან წლებში. ეს იყო მთელი ეპოქა, რომელსაც, ვინც ვერ მოესწრო ძნელად წარმოიდგენს. ამასთან ერთად ჩვენ ყოველ წელს ვპატიჟებთ ახალგაზრდა შემსრულებლებს, რადგან გავცვალოთ გამოცდილება.

- ფესტივალის უკანასკნელ დღეს “მაო ბენდმა” 70-იანი წლების როკ ჰიტები შეასრულა. თამაზ კაპანაძე – ბოლო დღეს, ჩვენ ძველი შემადგენლობით შევასრულეთ 70-იანი წლების როკ ჰიტები. - ფესტივალმა ისეთივე ანშლაგით ჩაიარა, როგორც ეს 70-აინ წლებში ხდებოდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კარგი და ხარისხიანი მუსიკის მოთხოვნა ჩვენს საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს.

XS
SM
MD
LG