ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აზერბაიჯანი მზად არის საქართველოს დაეხმაროს


საქართველო რუსეთს ბუნებრივ აირში პოლიტიკურ ფასს არ გადაუხდის ! - განაცხადა კიდევ ერთხელ საქართველოს პრეზიდენტმა საუბრისას ბუნებრივი აირის გაძვირებასთან და ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებთან დაკავშირებით. - ამ დროისათვის ჩვენ გვაქვს ალტერნატიული მოლაპარაკებები აზერბაიჯანთან.

შედეგები ოპტიმისტურია, აზერბაიჯანელი კოლეგები მზად არიან დაგვეხმარონ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. რა მდგომარეობაშია ამჟამად საქართველოს ენერგოუსაფრთხოება ? - ამ საკითხზე საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის ექსპერტი არჩილ გეგეშიძე გვესაუბრება :

- ენერგოუსაფრთხოების პრობლემა საქართველოს მეტად მწვავედ უდგას და წლევანდელი ზამთარი გახლავთ მეტად კრიტიკული იმ თვალსაზრისით, რომ ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გამოყენებული, არ იქნება შესაძლებელი გამოყენებული იქნას ალტერნატიული ენერგოწყაროების პოტენციალი. მხედველობაში მაქვს კასპიის ზღვის ნახშირწყალბადები, შაჰდენიზის გაზის საბადო პირველ რიგში და ასევე ირანის მიმართულება.

თუმცა, ამ თვალსაზრისით ბევრი რამ გაკეთდა და ალბათ ეს ორი წყარო ითამაშებს ერთგვარი კომპენსატორის როლს რუსეთისა როგორც მთავარი გაზის მომწოდებელი წყაროსი, თუ რუსეთის წყარო რაიმე მიზეზით აღარ იქნება შესაძლებელი იქნას გამოყენებული საქართველოს მიერ.

XS
SM
MD
LG