11-დან - 13 დეკემბრის ჩათვლით თბილისში ეუთოს , ვარშავის ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის ეგიდით საქართველოს ქალტა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის კონფერენცია მიმდინარეობდა . კოალიცია 5 ოქტპომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალთა მონაწილეობის მხარდამჭერ პარალელურ კამპანიას მართავდა. უფრო დეტალურად ამ საკითხზე კონფერენციის ერთ-ერთი მონაწილე, ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრის წევრი მაია კუპრავა გვესაუბრება :
- კონფერენცია მთლიანად მიეძღვნა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესებში ქალი კანდიდატების მხარდაჭერას. ჩვენს მუშაობას პარალელური კამპანია ერქვა. მთლიანად პარალელური კამპანია მიძღვნილი იყო როგორ შეგვეწყო ხელი ქალი-კანდიდატებისთვის, როგორ წამოგვეწია ისინი პარტიის შიგნით და პარტიებს მათი კანდიდატურები ნებაყოფლობით დაესახელებინათ. ასევე მნიშვნელოვანი მუშაობა მიდიოდა ამომრჩეველთან, რომ მათ ყურადღება მიექციათ ისეთი პარტიების მონაცემებისთვის, სადაც იქნებოდა მეტი კანდიდატი ქალი, რომ ეს იქნებოდა გარკვეული ინდიკატორი დემოკრატიის და ამიტომ ამომრჩეველს განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაემახვილებინა.. -
თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა 11,5 % ქალმა. საქართველოს მასშტაბით 11,5 % ქალი გახდა საკრებულოს დეპუტატი.