ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პალესტინური ფრაქციები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ


პალესტინური შეიარაღებული დაჯგუფებების ჰამასის და ფათას მეომრებს შორის კვლავ მოხდა შეტაკება ქალაქ რამალაში პალესტინის პრემიერ-მინისტრის გარემოცვაზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ. ამ შეტაკებაში 26 ადამიანი დაიჭრა. ჰამასი თავის მოწინააღმდეგე ფათას დაჯგუფებას პრემიერ-მინისტრ ისმაილ ჰანიუზე თავდასხმაში ადანაშაულებს. მათი თქმით პრემიერის მკვლელეობას ფათას ოფიციალური წარმომადგენელი მუჰამედ დაჰლანი გეგმავდა. თავის მხრივ ფათას წარმომადგენლები უარყოფენ ღაზის სექტორში ეგვიპტის საზღვარზე მომხდარ შეტაკებასთან რაიმე კავშირს, რომლის დროსაც პრემიერ-მინისტრის პირადი მცველი დაიღუპა და ოცამდე ადამიანი დაიჭრა. პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა სინანული გამოხატა ამ ინციდენტთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG